ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, ოზურგეთში, სამხარეო და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, გუბერნტორმა გიორგი ურუშაძემ, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ბიგვავამ და სხვებმა, ყვავილებით შეამკეს გამარჯვების ობელისკი.
აქ ენთო მარადიული ცეცხლი, მოვიდნენ საზოგადოების წარმოდგენლები.
ოზურგეთში მცხოვრებ, დიდი სამმულო ომის ორ მონაწილეს, რომლებმაც აქ მოსვლა ვერ შეძლეს, ხელმძღვანელი პირები შინ ეწვივნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს, გამოთქვეს პატივისცემა მათი დიდი დამსახურების მიმართ, ფაშიზმზე გამარჯვების სისხლისმღვრელ ომში.
დიდი სამამულო ომის ორ მონაწილეს, ოზურგეთელ ანასტასია მჟავიას და სოფელ მერიაში მცხოვრებ შოთა გოგატაძეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საჩუქრად 1000-1000 ლარს გადასცემს.
ავტორი