ლიტვამ რუსეთის არმიის ქმედებები უკრაინაში უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ფეისბუქზე ავრცელებს ინფორმაციას.
„ლიტვამ აღიარა რუსეთის ქმედებები უკრაინაში უკრაინელი ხალხის გენოციდად! მადლობას ვუხდი სეიმის სპიკერს ვიქტორია ჩმილიტ-ნილსენს და ყველა დეპუტატს ამ ისტორიული გადაწყვეტილების ერთხმად მიღებისთვის“, – წერს სტეფანჩუკი.