უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ფეისბუქზე განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა მთლიანად გაანადგურეს 101 საავადმყოფო უკრაინაში, დააზიანეს ან დააკავეს სასწრაფო დახმარების 200 მანქანა.
“77 დღეა ზედიზედ რუსი ტერორისტები ბომბავენ საცხოვრებელ უბნებს და სამოქალაქო ობიექტებს. ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვები და რაკეტები მოხვდა უკრაინის 600 სამედიცინო დაწესებულებას. დაახლოებით 101 საავადმყოფო მთლიანად განადგურდა და ვეღარ აღდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსმა სამხედროებმა ასევე გაანადგურეს 450 აფთიაქი.