CRRC საქართველოს კვლევის მიხედვით, რომელიც შიდა პოლიტიკური პროცესების მიმართ დამოკიდებულებას ეხება, მოსახლეობის უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტად ადანაშაულებს პრობლემებში, ვიდრე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
კითხვაზე – როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნებაა“ უფრო მეტად პასუხისმგებელი დღევანდელ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“? – გამოკითხულთა 61% პასუხობს, რომ „ქართული ოცნება“, 7% ამბობს, რომ ენმ, ხოლო 24% მიიჩნევს, რომ ორივე.
კვლვევის მიხედვით, საზოგადოებაში ბევრი შეხედულება არსებობს „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის შესახებ. ამიტომ გამოკითხულების მოსაზრება ასე განაწილდა კითხვაზე – რომელი მათგანი გამოხატავს უკეთესად თქვენს ხედვას:
„ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა არ არის ჭეშმარიტად პროდასავლური, რასაც ხშირად რუსული ინტერესებისთვის მოაქვს სარგებელი – ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 39% ეთანხმება.
CRRC საქართველომ ჩაატარა 3,024 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 33%). გამოკითხვა განხორციელდა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე. შესაბამისად, შედეგები ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს უკრაინაში ომამდე. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოკითხვის შედეგები ასევე წარმომადგენლობითია ცალ-ცალკე თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის. ცდომილების საშუალო ზღვარი: +-1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით). ზოგ შემთხვევაში, პასუხების ჯამი შესაძლოა არ იყოს 100%, დამრგვალების გამო „უარი პასუხზე“ არცერთ შემთხვევაში არ აღემატება 1%-ს. ამიტომ მოხდა „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე” დაჯამება.
წყარო: publika