ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს რათა ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები აღიაროს. ამის შესახებ გურამიშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“მართვის მოწმებებზე შსს-ს ვალდებულება აქვს აღებული. მათთან კოორდინაციაში ვართ. შსს აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში იყოს ქართული მართვის მოწმობა აღიარებული. როგორც აღვნიშნე, 2006 წლის დირექტივით აღებულ ამ კონკრეტულ ვალდებულებას შსს-ს ახორციელებს, მაგრამ შემიძლია გიპასუხოთ, რომ იმ სამუშაო ფორმატში, რაშიც ვღებულობდით მონაწილეობას სწორედ ასეთი კურსია აღებული”,-აცხადებს გურამიშვილი.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ეს კითხვა გურამიშვილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ დაუსვა.
“ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას შემდეგ, რაც ევროდირექტივა სრულად განხორციელდება, საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ აღიარებული იყოს ევროკავშირის ქვეყნებშიც”,-განაცხადა თალაკავაძემ.
წყარო: bm.ge