კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ნატო-ს გაფართოება ევრაზიის უსაფრთხოებას “ხელს არ უწყობს”, ფინეთის ალიანსში გაწევრიანება კი “რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს”.
მან აღნიშნა, რომ ფინეთის ნატო-ში შესვლაზე, მოსკოვი “საპასუხო ზომებს” შეიმუშავებს, რათა “დაბალანსდეს სიტუაცია და უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება”.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გახდება სპეციალური ანალიზისა და აუცილებელი ზომების შემუშავების ელემენტები, რათა დაბალანსდეს სიტუაცია და უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი უსაფრთხოება“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთის პრაქტიკული ქმედებები ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის საპასუხოდ დამოკიდებული იქნება ბლოკის სამხედრო ინფრასტრუქტურის ქვეყნის საზღვრამდე წინსვლის ხარისხზე.
„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება ეს გაფართოების პროცესი მომავალში გამოხატული, რამდენად მიუახლოვდება [ალიანსის] სამხედრო ინფრასტრუქტურა ჩვენს საზღვრებს“, – აღნიშნა პრეზიდენტის პრესმდივანმა.
მან გაიხსენა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ამჟამინდელი ინსტრუქცია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის დასავლეთ საზღვრების გასაძლიერებლად ღონისძიებების სიის შემუშავების შესახებ.
“ფინეთი შეუერთდა იმ არამეგობრულ ნაბიჯებს, რომლებიც ევროკავშირის ფარგლებში გადაიდგა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არ შეიძლება არ გამოიწვიოს ჩვენი სინანული და არის ჩვენი შესაბამისი სარკისებური პასუხების მიზეზი.
ნატოს გაფართოება და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოება ჩვენს საზღვრებთან არ ხდის მსოფლიოს და რაც მთავარია ჩვენს ევრაზიის კონტინენტს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს. ეს ცალსახაა”, – დასძინა პესკოვმა.
ცნობისთვის, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა გამოქვეყნეს ერთობლივ განცხადება, სადაც ამბობენ, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება მალე უნდა მიმართოს ნატოს გაწევრიანებასთან დაკავშირებთ. ოფიციალური გადაწყვეტილება სავარაუდოდ, კვირას, 15 მაისს მიიღება.
ავტორი