სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ხელშეწყობის, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული აგრობარათების გაცემა, ოზურგეთში 10 მაისს დაიწყო.
მიწის მესაკუთრეს შესაძებლობა ექნება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამუშაო იარაღი თუ სხვადახვა მინერალური და ორგანული სასუქები შეიძინოს.
ბევრ მოქლაქეს აინტრესებს, თუ როგორ და ვის მიმართოს აგრობარათების მიაღებად.
_აგრობარათებს მიიღებენ ლიბერთი ბანკში, სადაც საჯარო რეესტრიდან ხდება მუნიციპალიტეტის თითოეულ მცხოვრებთა მონაცემების გადაცემა. ბაზიდან სიების ეტაპობრივად მიწოდება ხდება. ჩვენ დავდივართ სოფლებში, რომ დაზუსტებული ინფორმაცია გადავცეთ თითოეულ მცხოვრებს. თქვენ სეგიძლიატ სამინისტროს პრესსამსახურს მიმართოთ და იქ ყველა კითხვაზე გიპასუხებენ _ გვითხრეს სოფლის მეურნეობის სააგენტოს გურიის რეგიონულ სამსახურში.
როგორც დავაზუსტეთ, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია პირადობის მოწმობით შევიდეს ლიბერთი ბანკის სპეციალურ გვერდზე და ნახოს საკუთარი გვარი და სახელი. შესაძლოა, ამ მომენტისთვის არ იყოს ყველა მონაცემი ატვირთული, რადგან რეესტრიდან ეტაპობრივად ხდება მონაცემთა გადაცემა.
არსებობს უამრავი კითხვა აგრობარათების გაცემის წესის ირგვლივ – კერძო მფლობელები, ვისაც არ აქვს საკუთრების მოწმობა ელექტრონული ვერსიით გაკეთებული, ის დახმარებას ვერ მიიღებს. ასევე საინტერესოა, სანამდე დასჭირდება ლოდინი თითოეულ მოქალაქეს,ხომ არ მოხდება შეფერხება თუ რეესტრიდან მისი მონაცემები ჯერ გადაცემული არ არის?
ამ და კიდევ მრავალ საინტერესო კითხვაზე პასუხს, აგრობარათების, ასევე მოქალაქეთა თვალსაზრისს, ჩვენს დაინტერესებულ მკითხველებს მალე შევთავაზებთ.
ავტორი