საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გრიგოლეთში ახალი სასტუმრო გრიგოლეთი ბიჩ რიზორტი დაათვალიერა.
60 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით დაფინანსდა, საერთაშორისო ბრენდ Trademark Collection by Wyndham-ს ეკუთვნის.
სასტუმროს აქვს აუზი, ორი რესტორანი და სპა ცენტრი. პროექტის ჯამური ინვესტიცია 10 493 640 ლარია. სესხის მოცულობა კი 2 988 390 ლარს შეადგენს.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.