რუსეთსა და უკრაინას შორის ომი აგვისტოში გარდამტეხ ნაწილს მიაღწევს და წლის ბოლომდე დასრულდება, –აღნიშნული განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა sky news-თან ინტერვიუში გააკეთა.
„გარდამტეხი ნაწილი აგვისტოს მეორე ნახევარში იქნება. აქტიური საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ნაწილი წლის ბოლოსთვის დასრულდება”,_ განაცხადა ბუდანოვმა და აღნიშნა, რომ ომის შედეგები რუსეთში პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებას გამოიწვევს.