ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის 15 მაისის მონაცემებით გამოვლენილია აივ ინფიცირების 187 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში რეგისტრირებული იყო – 191 ახალი შემთხვევა.
გამოვლენილ ახალ შემთხვევა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
სულ საქართველოში გამოვლენილია 123 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 51 – გოგონა. 32 გარდაიცვალა. სამმა დატოვა ქვეყანა. 2022 წელს (15.05-ის მონაცემებით) გამოვლინდა 2 შემთხვევა. ბავშვთა შორის შემთხვევების განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით ასეთია: ვერტიკალური (დედისგან) გადაცემით დაინფიცირდა 115 ბავშვი (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტია – 5; დაუდგენელია – 3 შემთხვევა.