ოზურგეთში ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
“ოზურგეთში ვითარება სტაბილურია, კონტროლს ექვემდებარება. ინფიცირების დადებითი შემთხვევების რაოდენობა გვაქვს სტაბილურად შემცირებული”,_ ამბობს ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი.
ამ დროისთვის ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 21734 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21613 პაციენტი, გარდაცვლილია 96 ადამიანი.