,,უკრაინელი ჯარისკაცები ხარკოვის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მიიწევენ“ – განაცხადა რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა.
მისი თქმით, ბრძოლა მიმდინარეობს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ვოვჩანსკისკ ჩრდილო-აღმოსავლეთით, რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ.
ასევე მან აღნიშნა, რომ ქალაქი გახდა რუსული ძალების მომარაგების მარშრუტი, რადგან ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ შეტევა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების სამხრეთით. ამ მიწოდების ხაზის შეფერხებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს რუსების უნარს, გააძლიერონ თავდასხმა სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართ.
„აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს რეგიონის ჩრდილოეთით დასახლებულ პუნქტებში. მტერი ორიენტირებულია პოზიციების შენარჩუნებაზე. ჩვენმა ჯარებმა ისინი უნდა მოიგერიონ, ჩვენი ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრზე”, – თქვა სინიებუჰოვმა.
მან, ასევე დასძინა, რომ უკრაინის წინსვლამ ხელი შეუწყო ხარკოვზე რუსული საარტილერიო თავდასხმების შემცირებას, მაგრამ არა აღმოფხვრას.
“ბოლო ორი კვირის განმავლობაში შედარებითი სიჩუმე იყო, თუმცა მტერი ხანდახან ახორციელებს საარტილერიო დარტყმებს“,_ თქვა ოლეჰ სინიეჰუბოვმა.
ავტორი