სამტრედიის მეშვიდე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელები მშობლიურ სკოლას გამოემშვიდობნენ.
დილიდან სასწავლო დაწესებულებაში განსაკუთრებული ემოციები იყო, რადგან 22 კურსდამთავრებული, აქედან 8 ღირსეული მედალოსანი ტოვებდა მშობლიურ სკოლას.
17 მაისს ბოლო ზარი დაირეკა მეშვიდე საჯარო სკოლაში, საკლასო ოთახში შესულებს მორთული დახვდათ იქაურობა, სკოლის დირექტორი მარინა გოგიშვილი, კლასის ხელმძღვანელი ლიკა რუსია და საგნების მასწავლებლები მეთორმეტე კლასელებთან ერთად სიყვარულით იხსენებდნენ განვლილ ბედნიერ, წარმატებულ წლებს. იყო სიხარულის ცრემლი, ბევრ მილოცვა. მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში ბოლო ზარისადმი მიძღვნილი დღე დასრულდა გრანდიოზული ღონისძიებით.
ავტორი