„მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ომის პირველივე დღიდან მხარს უჭერენ ჩვენს ერს, მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს მთავრობას, რომ ასე ძმურად ექცევით უკრაინელ ერსა და მარიუპოლელებს“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა პუნქტები, სადაც ხდება მარიუპოლელების დახმარება. შევქმენით ისეთი ცენტრები, სადაც მარიუპოლელები ეხმარებიან მარიუპოლელებს. ეხმარებიან სამედიცინო, ჰუმანიტარული, ფსიქოლოგიური კუთხით. იქ მუშაობენ ფსიქოლოგები. ეს ისეთი ცენტრებია, რომლებიც არა მხოლოდ ეხმარებიან ამ ადამიანებს, არამედ აჩენენ იმედს, რომ ჩვენ დავბრუნდებით სახლში. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ასეთ შესაძლებლობას, რომ ასეთი ცენტრი გავხსნათ საქართველოში, რათა მარიუპოლელებმა მხარდაჭერა იგრძნონ საქართველოშიც. მადლობა საქართველოში ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ომის პირველივე დღიდან მხარს უჭერენ ჩვენს ერს. მადლობა მხარდაჭერისთვის თქვენს მთავრობას, რომ ასე ძმურად ექცევით უკრაინელ ერსა და მარიუპოლელებს“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ.