გერმანიის სამი პარტიისგან შემდგარი, მმართველი კოალიცია გეგმავს, რომ ყოფილ კანცლერს, გერჰარდ შრიოდერს პრივილეგიები ჩამოართვას. ამის მიზეზად კი შრიოდერის რუსეთთან ხანგრძლივი კავშირები სახელდება. ინფორმაციას abcnews ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ პრივილეგიათა ჩამორთმევა გულისხმობს, ოფისისა და თანამშრომელთა შენახვის ხარჯების შეზღუდვას. შრიოდერი გერმანიის მთავრობის მეთაური 1998-2005 წლებში იყო. მისი პარტიის განმარტებით, პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ გერმანიის ყოფილი ლიდერის ზოგიერთი პრივილეგია რეალურ მოვალეობებს უკავშირდება და არა ყოფილი კანცლერის სტატუსს.
შრიოდერი რუსეთის სახელმწიფოების მიერ კონტროლირებადი ენერგოკომპანიებთან კავშირის გამო ბოლო თვეებში, უკრაინის ომის პარალელურად, მეტად იზოლირებულია. იგი Rosneft-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა და ასევე ჩართულია Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტებში.
წლის დასაწყისში მის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გაიზარდა, რამდენიმე თანამშრომელმა მისი პარტიაც კი დატოვა კიდეც, რადგან ცნობილი გახდა, რომ მან New York Times-თან აღნიშნა, რომ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა “გამოძიებას საჭიროებდა”, თუმცა, მისი თქმით, ამის შესახებ ბრძანებას მისი დიდი ხნის მეგობარი, ვლადიმირ პუტინი არ გასცემდა.
ავტორი