სოფო ნიჟარაძემ ელის მარია სააკშვილთან ერთად მესამე პრეზიდენტი მოინახულა.
“მოვინახულეთ მიშა, ბოლოს ვნახეთ საქართველოში დაბრუნების წინ. მთელი ეს ხანი ძალიან ენატრებოდა ბავშვი, ძალიან უნდოდა ნახვა. აჩვენა ყველაფერი რამდენი რამე ისწავლა, როგორ მღერის, როგორ ითვლის, ანბანს როგორ ამბობს [ბავშვი], ეფერა და ძალიან ბედნიერი იყო.
ჩემთვის პირადად ძალიან მძიმე იყო ამ პირობებში მისი ნახვა, მაგრამ მას ძალიან უნდოდა ჩვენი ნახვა და დიდი მადლობა ყველას, ვინც მოგვცა ამის შესაძლებლობა”_ თქვა სოფო ნიჟარაძემ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ.
წყარო: mtavari.tv