რუსეთმა, აშშ-ს 963-მ მოქალაქეს და მათ შორის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. _ ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთში შესვლა, ასევე, ეკრძალებათ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და CIA-ს დირექტორს უილიამ ბარნსს.
ბრძანება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით $40 მილიარდის გამოყოფის კანონს ხელი მოაწერა.
ცნობისთვის, 21 მაისს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სამხრეთ კორეის დედაქალაქში, სეულში ყოფნისას უკრაინისთვის დამატებითი $40 მილიარდი დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა. წარმომადგენელთა ორივე პალატის მიერ დამტკიცებული დახმარების აქტი ხელმოსაწერად ჯო ბაიდენს სამხრეთ კორეაში ჩაუტანეს.
ავტორი