რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკში შეღწევას ოთხი მხრიდან ცდილობდნენ, მაგრამ დანაკარგი განიცადეს და უკან დაიხიეს. ამის შესახებ ინფორმაცია, ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ თავის Telegram-ზე გაავრცელა.
“რუსებმა მაშინვე სცადეს შეჭრა სევეროდონეცკში ოთხი მხრიდან, მაგრამ მიიღეს ღირსეული პასუხი და უკან დაიხიეს წინა პოზიციებზე… მტერმა ჩაატარა შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები ოსკოლონოვკას, პურდოვკას, შჩედრიშჩევოსა და სმოლიანინოვოს ოლქებში… დაბომბეს საცხოვრებელი უბნები საარტილერიოდან და ნაღმტყორცნებიდან. დაზარალდა თითქმის ყველა კონტროლირებადი დასახლება. სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის განადგურდა რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე ხიდი”. _ ნათქვამია განცხადებაში
მისივე თქმით, დაკავებულია სამი პიროვნება, რომლებიც უკრაინის სამხედრო აღჭურვილობას ფოტოებს უღებდნენ.
გაიდაის თქმით, სევეროდონეცკში დღის განმავლობაში დაზიანდა შვიდი სახლი, ხოლო ლისიჩანსკში ხუთი სახლი. ასევე, ხუთი – ტოშკოვკაში და ნირკოვოში. ოთხი – ვრუბოვკაში, სამი – გორნიში და ზოლოტოიში, ორი – პრივოლიეში. ნოვოდრუჟესკის დაბომბვის შემდეგ დანგრეული სახლების ზუსტი რაოდენობა, სადაც საბინაო მარაგი ერთდროულად სამ ქუჩაზე დაზიანდა, ჯერ დადგენილი არ არის.
გაიდაიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსები ბომბავდნენ უკრაინული ჯარების პოზიციებს ფრონტზე მთელი კონტაქტის ხაზის გასწვრივ ლისიჩანსკთან და სევეროდონეცკთან.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
ავტორი