ლანჩხუთში, ამ დროისთვის ინფიცირების 3 შემთხვევაა აქტიური. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“ამ დროისთვის ინფიცირების 3 აქტიური შემთხვევა. სულ კი დადასტურებულია 10845, მათ შორუს გამოჯანმრთელებულია 10759 პაციენტი, გარდაცვლილია 83”,_ ამბობს მენაღარიშვილი.