დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო 1 კვირაში (16-22) კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი გარდაიცვლა, 605 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
როგორც ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.52%. ჩატარდა 113 058 ტესტი.