უკრაინამ რუსეთს თავისი ტერიტორიები უნდა დაუთმოს, რომ ქვეყანაში რუსეთის შეჭრა დასრულდეს,_ ამის შესახებ washingtonpost-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა განაცხადა.
„მოლაპარაკებები მომდევნო ორი თვის განმავლობაში უნდა დაიწყოს, ვიდრე არ შეიქმნება რყევები და დაძაბულობა, რომელიც ადვილად არ დაიძლევა. იდეალურ შემთხვევაში, გამყოფი ხაზი ადრე არსებულ მდგომარეობისკენ დაბრუნება უნდა იყოს. ამ ნიშნულის მიღმა ომის გაგრძელებას არაფერი ექნება საერთო უკრაინის თავისუფლებასთან, არამედ რუსეთის წინააღმდეგ ახალი ომი იქნება“, – აღნიშნა ჰენრი კისინჯერმა.
ცნობისთვის, კისინჯერის კომენტარები მოჰყვა New York Times-ის სარედაქციო კოლეგიის ბოლო სარედაქციო სტატიას, რომელიც ამტკიცებდა, რომ უკრაინას მოუწევს “მტკივნეული ტერიტორიული გადაწყვეტილებების” მიღება მშვიდობის მისაღწევად.