https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„მოღალატე“ ძმაკაცები

14:08; 28.05.2022
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ცნობილი კინომსახიობები და მომღერლები საზოგადოების იმ ნაწილს წარმოადგენენ, რომელთა თითოეული ნაბიჯი ყველასათვის მისაწვდომი ხდება. ჟურნალისტთა საძმოს ყველაზე გაბედული ნაწილი, ე. წ. “პაპარაცები” ლუკმა პურს სწორედ რომ პოპულარული ადამიანების პირად ცხოვრებაში ზედმეტად ცხვირის ჩაყოფით შოულობენ. მსოფლიო შოუ-ბიზნესში დღეს აღარავის უკვირს, რომ მავანი და მავანი “სელებრითი” ცოლ-ქმრული ერთგულებით არ გამოირჩევა და საკუთარ მეორე ნახევარსაც ვადაგასული ხელთათმანებივით იცვლის.

ანალოგიური “საქციელი” ქართული შოუ-ბიზნესის ელიტის ზიგიერთი წარმომადგენლისათვისაც უცხო არ არის, მაგრამ ჩვენში ადგილობრივი “პაპარაცების” ინსტიტუტი სათანადო დონეზე არ არის განვითარებული. ამის გარდა, საქართველოში ჩამოყალიბებულ ოჯახურ ტრადიციებს უფრო დიდ პატივს სცემენ, ვიდრე “დამპალი კაპიტალიზმის” ქვეყნებში. რასაკვირველია, ქართველი “სამაგალითო” ქცევით “სელებრითების” ნაწილიც ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ეს ყველაფერი ფარულად და უცხო თვალის ჩაურევლად მიმდინარეობს. არ ვაპირებ თანამემამულე პოპულარული პიროვნებების პირადი ცხოვრების ჩხრეკვას. სამაგიეროდ მათ უცხოელ კოლეგებზე დღევანდელ წერილში ვისაუბრებ და რამდენიმე “გახმაურებულ” ისტორიასაც გავიხსენებ.

ძმაკაცისათვის ან ახლობელი ადამიანისათვის ცოლის ან შეყვარებულის წართმევა არაკაცურ საქციელად ითვლება და ამისი ჩამდენი, “კაცურ” გაგებაში ნებისმიერი საზოგადოების სამართლიან წყრომას იმსახურებს. ამის მიუხედავად, შოუ-ბიზნესის მრავალი წარმომადგენელი ამას ზედაც არ უყურებს და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ქცევის კოდექსით საზრდოობს.

წინა საუკუნის 60-იანი წლებში, უფრო ზუსტად კი 1966 წლის შემოდგომაზე, “ბითლზის” წევრი ჯორჯ ჰარისონი ვინმე პატი ბოიდზე დაქორწინდა. მისის პატი იმხანად ლონდონში ცხოვრობდა, განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა და წარმატებული ფოტომოდელის კარიერაც გააჩნდა. ქორწილი ხალხმრავალი გამოდგა და იმდროინდელი ბრიტანული საზოგადოების ნაღებიც დაესწრო.

ახლადშეუღლებული წყვილის ოჯახური იდილია რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა. ყველაფერი მომღერალ ერიკ კლეპტონის გამოჩენამ შეცვალა. ბატონი ერიკი პატის დაიკოს – პოლას ეკურკურებოდა და ჯორჯ ჰარისონის ბინაშიც ხშირად რჩებოდა. სინამდვილეშიკი, მეგობრის ცოლზე გახლდათ უიმედოდ შეყვარებული. 1970 წელს კლეპტონმა საკუთარი რამდენიმე ჰიტი ოფიციალურად, “არაოფიციალურ” მიჯნურ – პოლას მიუძღვნა, სინამდვილეში კი ამ სიმღერების ადრესატი “ბითლზის” სოლისტის მეუღლე გახლდათ. 1974 წელს ჰარისონი ყველაფერს მიხვდა და ცოლს გაეყარა.

1975 წელს ერიკი და პატი დაქორწინდნენ. ახალგაზრდა პატარძალმა ბედნიერება მაინც ვერ იპოვა, რადგან სასმელს შეეჩვია და გალოთდა. ჯორჯ ჰარისონის გარდაცვალების შემდეგ, უკვე განქორწინებული ერიკ კლეპტონი და პატი ბოიდი ერთად დაესწრნენ ექს-”ბითლზის“ საპატივცემულოდ გამართულ კონცერტს და ცრემლმორეულები ადევნებდნენ თვალს იმ ადამიანებს, ვინც მათი საყვარელი და უძვირფასესი ჰარისონის გასახსენებლად, იმ საღამოს მოიყარა თავი დარბაზში.

სასიყვარულო ლაბირინთებში ხეტიალის უდიდესი გამოცდილება გააჩნია და გააჩნდა ჯგუფი ”როლინგ სთოუნზის“ უბერებელ სოლისტს, მიკ ჯაგერს. მის სამიჯნურო თავგადასავლებზე დღესაც კი მრავალი ლეგენდა დადის და ”მცოდნე“ ხალხს თუ დავუჯერებთ, მიკის სარეცელი სულ ცოტა ათასმა ქალბატონმა მაინც გაიზიარა. ჯაგერის პირველი ოფიციალური მეუღლე ბიანკა პერეზ-მორა მასიარი იყო, მაგრამ ოჯახური იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. 70-იანი წლების დასასრულს ჯაგერმა საკუთარი ძმაკაცის, ჯგუფი ”როქსი მიუზიკის“ ლიდერის, ბრაიან ფერის საცოლე, ტეხასელი სუპერმოდელი ჯერი ჰოლი გაიცნო. ეს ამერიკელი ლამაზმანი ერთხელ ”როლინგ სთოუნზის“ კონცერტს დაესწრო და მიკ ჯაგერით იმდენად მოიხიბლა, რომ ბრაიან ფერიზე გათხოვება გადაიფიქრა.

ჰოლი მიკიზე ცამეტი წლით უმცროსი და ნახევარი თავით მაღალი გახლდათ, ცხოვრებისეული ფილოსოფია კი ისეთი გააჩნდა, რომელიც ჯაგერს სრულიად აწყობდა და მასზე არც ნებისმიერი ქართველი მამაკაცი იტყოდა უარს: ”ქალი სამზარეულოში – მზარეული, ოჯახში – მოსამსახურე, საწოლში კი – შეუდარებელი მეძავი“. ასეთი მეუღლე ”როლინგ სთოუნზის“ ლიდერს სრულიად აწყობდა და ეს უკანასკნელიც ძმაკაცთან ”ჩაიჭრა“, საცოლე წაართვა და მალე ერთი გემრიელი ქორწილიც გადაიხადა. ინტელიგენტურ და დახვეწილი მანერების მქონე ბრაიან ფერის არანაირი სკანდალი ან დებოში არ აუტეხია. უფრო მეტიც, პირში წყალი ჩაიგუბა და ჰოლი-ჯაგერის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ დაფქვა. მიკ ჯაგერს და ბრაიან ფერის ამჟამად საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა გააჩნიათ. გასულ წელს, ნიუ-იორკში, ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე ორივენი გაცხოველებით განიხილავდნენ თანამედროვე ხელოვნების პრობლემებს.

ალბათ გვეყო ცნობილი მომღერლების პირად ცხოვრებაში ხელის ფათური და პოპულარულ კინომსახიობებზე გადავინაცვლოთ.

1987 წელს, ფილმი “დაკარგული ახალგაზრდობის” გადაღებებზე ერთმანეთი გაიცნეს მსახიობებმა კიფერ საზერლენდმა და ჯეისონ პატრიკმა. მათ მრავალი საერთო აღმოაჩინეს და სულ მალე განუყრელ ძმაკაცებადაც იქცნენ. 1990 წლის დასაწყისში, რეჟისორ ჯოელ შუმახერის დრამის, “კომატოზიანების” გადაღებებზე საზერლენდმა ჯულია რობერტსი გაიცნო და მათ შორის მხურვალე სასიყვარულო ურთიერთობაც ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ ეს ისტორია, მექსიკური მრავალსერიანი “საპნის ოპერის” შინაარსის მიხედვით განვითარდა. კიფერ საზერლენდმა ჯულიაზე დაქორწინება გადაწყვიტა და ამ მიზნით, კანონიერი მეუღლე, კემილია კაზი მიატოვა.

ქორწილი 1991 წლის ზაფხულისათვის იყო დანიშნული, მაგრამ სამწუხაროდ ჩაიშალა. ჯვრისწერამდე რამდენიმე დღით ადრე ერთი უსიამოვნო ამბავი “გასკდა”. აღმოჩნდა, რომ საზერლენდს, ჯულიას პარალელურად, სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონია სტრიპტიზის მოცეკვავე ამანდა რაისთან. სასოწარკვეთილმა რობერტსმა ეს ინფორმაცია საშინლად განიცადა, დეპრესიაში ჩავარდა და მორალური მხარდაჭერისათვის ჯეისონ პატრიკს მიმართა. ეს შეხვედრა ორივესათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ჯეისონი და “გაქცეული პატარძალი” ამერიკიდან ევროპაში გადმოფრინდნენ და რამდენიმე თვე ირლანდიაში ერთად გაატარეს. რასაკვირველია, კიფერლენდი-რობერტსის ქორწილი უიმედოდ ჩაიშალა. “ლამაზმანისა” და პატრიკის რომანტიულმა ურთიერთობამ ცოტა ხანს გასტანა – რამდენიმე თვეში “ახალგაზრდები” ერთმანეთს დაშორდნენ. ინტელიგენტი ბრაიან ფერისაგან განსხვავებით, კიფერ საზერლენდი უფრო მძიმე პიროვნება აღმოჩნდა. ძმაკაცს საქციელი დღემდე ვერ აპატია, “მოღალატესთან” ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და საერთოდ აღარ ელაპარაკება.

აშშ-დან საფრანგეთში გადმოვინაცვლოთ. 1989 წელს, “სირანო დე ბერჟერაკის” გადაღებებზე ერთმანეთი გაიცნეს და დაუახლოვდნენ მსახიობები ჟერარ დეპარდიე და ვენსან პერესი. დეპარდიე მეხუთე ათწლეულში იმყოფებოდა, ვენსანი კი მხოლოდ 27 წლის გახლდათ. მუსიე ჟერარს იმ ხანებში ოჯახი ენგრეოდა და მეუღლე ელიზაბეტს სცილდებოდა. ახლადგაცნობილ მეგობარს პერესმა საცოლე, სენეგალელი მოდელი კარინ სილა გააცნო და დიდი შეცდომაც დაუშვა. აფრიკელი ლამაზმანის გულმა ასაკოვანი აქტიორისაკენ გადაიწია და ”ნორჩი“ ვენსანიც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. სულ მალე მთელი პარიზი დეპარდიე-სილას რომანზე ალაპარაკდა. მათ 1992 წელს ქალიშვილი, როქსანაც შეეძინათ. დეპარდიე დიდი ხნის განმავლობაში ერთი ქალის ერთგულებით ვერასოდეს დაიკვეხნიდა და ფეხბურთელი დიუფის თანამემამულე მანდილოსანსაც მალე უღალატა.

წინა საუკუნის 80-იან წლებში, თბილისში მეტად პოპულარული იყო იტალიური კომედია, ”ბინგო ბონგო“, შეუდარებელი ადრიანო ჩელენტანოს მონაწილეობით. ამ სურათში სენიორ ”სერაფინოს“ პარტნიორობას მშვენიერი კაროლ ბუკე უწევდა, რომელშიც იმ პერიოდში თბილისელი მამაკაცების უმრავლესობა იყო შეყვარებული. კავკასიელებზე ნაკლები რითი ვარო და ჟერარ დეპარდიესაც ეს ქალბატონი გულში ჩაუვარდა. ჟარგონის ენაზე რომ ვთქვათ ”ჩალიჩი“ დაიწყო და სულ მალე ”შეაბა“ კიდეც. დაწუნებული კარინ სილა ჟერარს ყოველგვარი აყალ-მაყალის გარეშე დაშორდა, ცოტა ხნის შემდეგ კი მის ცხოვრებაში კვლავ ვენსენ პერესი დაბრუნდა. ერთ-ერთ პარიზულ წვეულებაზე, 1998 წელს პერესი ყოფილ სატრფოს მიუახლოვდა, სიყვარული აუხსნა და დაქორწინება შესთავაზა. ისინი იმავე წლის დეკემბერში შეუღლდნენ. მათი მეჯვარე არ გაგიკვირდეთ და ჟერარ დეპარდიე იყო, რომელსაც ვენსანმა ყველაფერი აპატია.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

მიკ ჯაგერიჟერარ დეპარდიეჯორჯ ჰარისონი
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ვინ დააჯილდოვა ყაველაშვილმა ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით

14:35; 26 თებერვალი, 2026
კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23 თებერვალი, 2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21 თებერვალი, 2026
კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026

დონეცკსა და ლუგანსკში 49 ლოკაცია დაბომბეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა

ყველა სიახლე

სამართალი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის გზაზე

22:41; 27.02.2026
ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27.02.2026
სამართალი

არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

21:02; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27.02.2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27.02.2026
სამართალი

მიკროავტობუსი ბანკთან ქვეითს დაეჯახა

18:25; 27.02.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

18:13; 27.02.2026
სამართალი

“საბრძოლო მასალა რუსეთში გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანა”

17:45; 27.02.2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27.02.2026
საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო