უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ფეისბუქზე განცხადებით, ქვეყანა რუსეთის აგრესიისგან შავ ზღვაში თავდასაცავად გემსაწინააღმდეგო რაკეტებს იღებს.
“უკრაინა იღებს სახმელეთო გამშვებებს და Harpoon ტიპის საბრძოლო რაკეტების შესაბამის რაოდენობას. უახლეს იარაღს აწვდიან დანია, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები. სხვა ქვეყნები შეუერთდებიან ამ პროცესს”, – ნათქვამია განცხადებაში.