ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო.
დაბა ურეკში მიმდინარე სამუშაოებს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან, საკრებულოს დეპუტატთან, მერის წარმომადგენელთან, ზედამხედველობისა და დასუფთავების სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
„დავიწყეთ ზაფხულის სეზონისთვის მზადება – დაბა ურეკსა და შეკვეთილში წელს მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და ტურისტს ველოდებით. ვიზიტორებისთვის სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, ყველა სამსახური მობილიზებულია და სრული დატვირთვით მიმდინარეობს დაბის განახლება, მოწესრიგება. შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან თანამშრომლობით, ურეკისა და შეკვეთილის მთელ სანაპირო ზოლზე 8 თანამედროვე სამეთვალყურეო – სამაშველო კოშკურა განთავსდება. უახლოეს პერიოდში ასევე დასრულდება ურეკში ბულვარის მოწყობის სამუშაოები,“ – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
#ერთად განვაახლოთ #ოზურგეთი
(R)