მერსედესმა დაახლოებით მილიონი ავტომობილი უკან გაიწვია. ამის მიზეზი გაუმართავი სამუხრუჭე სისტემაა.
„შესაძლოა, განსაკუთრებით ძლიერმა დამუხრუჭების მანევრმა გამოიწვიოს სამუხრუჭე გამაძლიერებლის მექანიკური დაზიანება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მერსედესმა განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ იწყებს გაწვევას და პროცესი მოიცავს პოტენციურად გაუმართავი მანქანების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში ნაწილების შეცვლას.
ინფორმაციისთვის, გასული წლის თებერვალში კომპანიამ გაიწვია 1 მილიონზე მეტი ავტომობილი მისი “eCall” ფუნქციის დეფექტის გამო, რომელიც აფრთხილებს სასწრაფო დახმარების სამსახურს ავარიის შესახებ და აცნობებს მანქანის ადგილმდებარეობას. ხარვეზი ნიშნავდა, რომ შესაძლებელი იყო არასწორი ადგილმდებარეობის გაგზავნა.