ლატვიის ელექტრონული მაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) რუსეთში „უცხო აგენტად“ აღიარებულ ტელეარხ “დოჟდს” ლატვიაში მაუწყებლობის ნებართვა მისცა, _ ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ტელეკომპანია წერს, NEPLP-ის თავმჯდომარის, ივარს აბოლინსის განცხადებით, ლატვიაში მაუწყებლობაზე მოლაპარაკებები დაახლოებით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი თქმით, ლატვიაში რეგისტრირებული არხების სიაში 9 ივნისს გამოჩნდება.
ამავდროულად, აიკრძალა 80 რუსული ტელეარხის მაუწყებლობა ლატვიაში.
ივარს აბოლინსის თქმით, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ახალი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ლატვიაში არ შეიძლება მაუწყებლობდეს ტელეარხები, რომლებიც რეგისტრირებულია სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემქმნელ ქვეყანაში.
ცნობისთვის, დოჟდმა რუსეთიდან მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა . არხის გენერალურმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ გადაწყვეტილება დოჟდის-ის საქმიანობის შეჩერების შესახებ უკრაინის ომის შესახებ „ყალბი კანონით“ ახსნა, რომელიც სახელმწიფო დუმამ 4 მარტს მიიღო.
ავტორი