კონსერვატორი დეპუტატების უმრავლესობამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს უნდობლობა არ გამოუცხადა – ის თანამდებობაზე რჩება. გადაწყვეტილებას მხარი 211-მა დეპუტატმა დაუჭირა, 148 კი წინააღმდეგი იყო.
ბორის ჯონსონის უნდობლობის გამოცხადებაზე კენჭისყრა 54-მა დეპუტატმა მოითხოვა.
საკითხი დღის წესრიგში partygate-ის სკანდალის შემდეგ დადგა. საუბარია, პრემიერმინისტრის რეზიდენციაში 2020 წელს კოვიდრეგულაციების დარღვევით გამართულ წვეულებებზე. გამოძიების ფარგლებში, რომელიც პოლიციამ რამდენიმე თვის წინ დაასრულა, 83 პირზე 126 ჯარიმა გამოწერა. ჯარიმა შეეხო ჯონსონს და მის მეუღლესაც.
ავტორი