სამი დღის წინ უკრაინის ფრონტზე 40 წლის გიორგი გრიგოლიას ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი მშობლიურ აბაშაში დღეს გაიგეს. ამ ტრაგიკულ ამბავს გიორგი გრიგოლიას ახლო ნათესავი, სამტრედიელი ნანა შანიძე სოციალურ ქსელში ტკივილიანი პოსტით გამოეხმაურა. მისი თქმით, გიორგი გრიგოლიას ბავშვობა სამტრედიაში აქვს გატარებული. უკრაინაში მის დაღუპვას სანათესაოში საყოველთაო გლოვა მოჰყვა.
“გიორგი გრიგოლია თექვსმეტი წელია, ოჯახთან ერთად უკრაინაში ცხოვრობდა. წარმოშობით აბაშელ ახალგაზრდას დედა ძალიან ადრე გარდაეცვალა. გიორგის მამა ასევე უკრაინაში იბრძვის და როგორც ოჯახის ახლობლები ,, გურია ნიუსთან ” საუბრისას აღნიშნავენ, ვერ ახერხებს კიევში შვილის ცხედართან მისვლას. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გიორგი გრიგოლიამ უკრაინელი მეუღლე და შვილი თურქეთში გადაიყვანა, იქ დატოვა, თვითონ უკან გაბრუნდა და უკრაინის დამცველთა რიგებს შეუერთდა. აბაშაში გათხოვილი და ოჯახთან ერთად ცხოვრობს”,_ წერს შანიძე.
ავტორი