CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა სამშაბათს აღიარა, რომ ინფლაცია “მიუღებელ დონეზეა”.
„პუტინის ომი უკრაინაში გავლენას ახდენს ენერგიისა და სურსათის ფასებზე გლობალურად“, – განუცხადა ილენმა კანონმდებლებს. „ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ინფლაციას განიცდის. თქვენ ხედავთ ამას მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში“.
სამშაბათს სენატის საფინანსო კომიტეტის მოსმენაზე საუბრისას იელენმა მიუთითა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან ნავთობის რეკორდულ გამოშვებაზე.
„ენერგიის და ბენზინის ფასები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალია, ამის გარეშე უფრო მაღალი იქნებოდა“, – თქვა იელენმა ნავთობის გადაუდებელი გამოშვების შესახებ.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ არის იმუნური გლობალური ენერგეტიკული შოკებისგან.
”ჩვენ ვართ ნავთობის გლობალური ბაზრების ნაწილი, რომელიც ექვემდებარება გეოპოლიტიკურ გავლენას. ამ ბაზრების გლობალური ბუნების გათვალისწინებით, ჩვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, თავი დავიცვათ ისეთი შოკებისგან, როგორიც რუსეთში ხდება, რაც ნავთობის გლობალურ ფასებზე გავლენას ახდენს”,_ თქვა მან და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, აშშ გახდეს „უფრო დამოკიდებული ქარსა და მზეზე, რომლებიც არ ექვემდებარება გეოპოლიტიკურ გავლენას“.