ალენ სტენფორდი
იყო დრო, როცა ალენ სტენფორდი 2,2 მილიარდ დოლარად შეფასებულ ქონებას ფლობდა, ხოლო „ფორბსს” ის შეყვანილი ჰყავდა 400 უმდიდრესი ამერიკელისგან შემდგარ რეიტინგში. 2009 წელს გაირკვა, რომ სტენფორდის კაპიტალი თავიდან ბოლომდე ფინანსურ პირამიდაზე იყო აწყობილი და, მისი პოტენციური ინვესტორები, რომელთა რაოდენობა 20 ათასს შეადგენს, დღემდე ელოდებიან მისგან თანხის დაბრუნებას.
იოშიმიცუ შიგეტა
კომპანია „ჰიკარი ტსუნიშის” დამფუძნებელი, იაპონელი იოშიმიცუ შიგეტა, პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლებოდა ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში – მისი კაპიტალი 42 მილიარდი დოლარით განისაზღვრებოდა. 2000-იანი წლების დასაწყისში Iთ-სამყაროს შემოსვლამ მის ბიზნესს მნიშვენლოვანი ზიანი მიაყენა და, საბოლოოდ, შიგეტა გაკოტრდა.
შონ ქუინი
ირლანდიელი მილიარდერი შონ ქუინი 6 მილიარდი დოლარის კაპიტალს ფლობდა. 2007 წელს მან მთელი თავისი ქონება „ანგლო აირიშ ბანკში” დააბანდა – უძრავი ქონების ინვესტიციებში. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ირლანდიაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, შონ ქუინის ბიზნესი ჩავარდა და მან ყველაფერი დაკარგა. ირლანდიის მთავრობამ ბანკის ნაციონალიზება დაიწყო, რის შემდეგაც ყოფილი მილიარდერისა და მისი ოჯახის წევრების ანგარიშზე მხოლოდ 15 ათასი დოლარი დარჩა ხელმისაწვდომი.
ავტორი