უკრაინის პრეზიდენტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან (FAO) რუსეთის გარიცხვას ითხოვს.
“არ შეიძლება იყოს რაიმე დისკუსია რუსეთის FAO-ში წევრობის გახანგრძლივებაზე. რა უნდა გააკეთოს რუსეთმა, თუ იწვევს შიმშილს მინიმუმ 400 მილიონის, ან პოტენციურად მილიარდზე მეტი ადამიანის?” _ განაცხადა ზელენსკიმ.
ის პარიზში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების ჯგუფის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.
დასავლური ქვეყნები რუსეთს ადანაშაულებენ შავი ზღვის პორტების ბლოკირებით გლობალური შიმშილის საფრთხის შექმნაში.