BBC-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ არხთან ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინას მილიტარისტულ რიტორიკაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ქვეყანა შავი ზღვის პორტების გაუნაღმველობით აჭიანურებს მარცვლეულის ექსპორტს.
„რუსი სამხედროები უკვე თვეზე მეტია, ყოველდღიურად აცხადებენ უსაფრთხო გადასასვლელი დერეფნების შესახებ, რომლებითაც სარგებლობა ნებისმიერ გემს შეუძლია ყოველგვარი წინაპირობების, დაბრკოლებისა და საფრთხის გარეშე“, – ამბობს ლავროვი.
როგორც უკრაინამ განაცხადა, ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიები, სანამ გადაზიდვას დაიწყებს და გამოთქვამს შეშფოთებას, რომ მოსკოვმა შესაძლოა გამოიყენოს ნებისმიერი პოტენციური დერეფანი ზღვიდან თავდასხმისთვის.
ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ უკრაინა აღარ შეხედავს დასავლეთისკენ მეტი იარაღის მიწოდებას.
„მათ დიდი ხნის წინ უნდა შეეწყვიტათ ასეთი რიტორიკა და შეწყვიტონ აჟიოტაჟი მედია სივრცეში თავიანთი რეიტინგის შესანარჩუნებლად. დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ კიევის სამხედრო განწყობის გატარება კარგს არაფერს გამოიწვევს”,_ განაცხადა ლავროვმა.