ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთმა უკრაინას მეტი მძიმე იარაღი უნდა გაუგზავნოს, რადგან რუსეთის სასტიკ შეჭრას წინააღმდეგობა გაუწიოს.
„დიახ, უკრაინას მეტი მძიმე იარაღი უნდა ჰქონდეს. ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მიაწოდეს ასეთი იარაღი და აძლიერებენ ამ ძალისხმევას. 15 ივნისს ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება. ეს არის ფორმატი, რომელიც რამდენიმე თვის წინ რამშტეინის ბაზაზე დაარსდა. ეს ჯგუფი რეგულარულად იკრიბება ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაციის მიზნით, რათა უზრუნველყონ სხვადასხვა ტიპის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის მძიმე იარაღი უკრაინისთვის. ისინი მთლიანად მასზე არიან დამოკიდებულები, რომ შეძლონ რუსეთის სასტიკი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
ჩვენ არ გავაკეთეთ საკმარისი უკრაინის დასაცავად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, მისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. ამიტომ მოგიწოდებთ, გთხოვ, კიდევ ბევრი გააკეთოთ უკრაინაში იარაღის, არტილერიის მიტანისთვის. მათ ეს სჭირდებათ თავიანთი ქვეყნის დასაცავად.
დასავლეთის ქვეყნებს არ ექნება სანდოობა, თუ უკრაინა რუსეთთან დამარცხდა. ეს იქნება ევროკავშირის, ჩვენი ღირებულებების და ნატოს სრული მარცხი და კატასტროფა“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატოს მოკავშირეები უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში უჭერენ მხარს. 2014 წლიდან მათ გაწვრთნეს და აღჭურვეს ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და ოფიცერი, რომლებიც ახლა ფრონტზე არიან და ებრძვიან პრეზიდენტ პუტინის სასტიკ შეჭრას.
არ არსებობს იმის პროგნოზირება, თუ როგორ და როდის დასრულდება ეს ომი. ამიტომ ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ გააგრძელონ [ბრძოლა] დიდი ხნით და ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.
ავტორი