გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერების ვიზიტი კიევში არის სოლიდარობის ჩვენება, მაგრამ, ასევე, უკრაინისა და მისი მოქალაქეების მხარდაჭერა და დახმარება, დახმარება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც მის დამოუკიდებლობას დასჭირდება, _ ამბობს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გერმანულ გაზეთ Bild-თან საუბრისას.
“ჩვენ მხოლოდ სოლიდარობის დემონსტრირება არ გვსურს, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ის დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ ორგანიზებას – ფინანსური, ჰუმანიტარული, ასევე იარაღი, კვლავ გაგრძელდეს.
უკრაინის დახმარება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც “უკრაინის დამოუკიდლობისთვის იქნება საჭირო”.- თქვა შოლცმა.
მისი თქმით, სიტუაცია, რომელშიც უკრაინა არის “ძალიან უჩვეულოა”.
ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ რუსეთი საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
“სანქციები ხელს უწყობს იმ შესაძლებლობის არსებობას, რომ რუსეთი საკუთარ ოპერაციას შეწყვეტს და ჯარების გაიყვანს. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის”. – თქვა შოლცმა.
ავტორი