რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში დაბომბეს შენობა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები თავს აფარებდნენ. – ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამ არხზე ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.
როგორც ის წერს, ოკუპანტების საჰარეო იერიშების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.
“რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ლისიჩანსკზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ამ დროისთვის, დანგრეული შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს”. – წერს გაიდაი.
ავტორი