დღეს, ოზურგეთის ტექნოპარკში გაიმართა გურიის რეგიონული კონფერენცია ტექნოლოგიების მიმართულებით.
კონფერენციაში მონაწილეობდა გურიის რეგიონის, სამივე მუნიციპალიტეტის, ოზურგეთი-ჩოხატაური-ლანჩხუთი, ტექნოლოგიების პედაგოგები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალაქ ოზურგეთის #2 და #4 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მათ მიერ შექმნილი პროექტები. ღონისძიების ორგანიზატორი და წამყვანი ტექნოლოგიების ექსპერტი გურიის რეგიონში ხათუნა რუსიეშვილი იყო. კონფერენციის მონაწილეებს დისტანციურ რეჟიმში მიესალმა GeoLab-ის (geolab.edu.ge) დირექტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სანდრო ასათიანი. ღონისძიების დროს ოზურგეთის ტექნოპარკის მენეჯერმა ავთო თავდიშვილმა ღონისძიებაზე გააჟღერა საინტერესო ინიციატივა გურიის რეგიონის ტექნოლოგიების პედაგოგებისთვის. კონკრეტულად, ტექნო პარკის ბაზაზე ჩაატაროს მათთვის საინტერესო საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება.
დასასრულს ყველა მომხსენებელს გადაეცა სერტიფიკატი.
ავტორი