ქალაქ ოზურგეთში, ტექნოპარკის შენობაში რეგიონული პილიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბდრის დროს განაცხადა, რომ ხელისუფლება განაგრძნობს რეგიონების მხარდაჭერას.
“დღეს, ქალაქ ოზურგეთში ჩატარდა საქართველოს პარლამენტის რეგიონული კომიტეტის გასვლითი შეხვედრა, რომელსაც დავესწარით პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული იყო, გურიის მასშტაბით ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც რეგიონს უკავშირდება. ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა და ოპოზიცია ჩართული იყო ამ დისკუსიაში. ბევრ საინტერესო საკითხზე იყო საუბარი. ჩვენ განვაგრძნობთ რეგიონებს მხარდაჭერას“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი