თქვენი ბედი საბოლოოდ, თქვენს ხელშია, – ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მოსაზრებას.
ჰარცელის თქმით, ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს შესახებ, „ფხიზლად ყოფნის მომენტია“.
„როდესაც შედეგებს ვუყურებთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ და ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. როგორც უკვე ვთქვი, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია და როგორც ადრინდელი გაფართოების პროცესების ისტორიამ და გამოცდილებამ აჩვენა, საბოლოოდ, ბურთი თითოეული ცალკეული ქვეყნის მოედანზეა. იმ პროცესში, რამაც ევროკავშირში მკვეთრი გაფართოება და 2004 წელს 10 ახალი წევრის შეერთება გამოიწვია, განმცხადებლების უმეტესობას აღმავლობებისა და ჩავარდნების თავისი წილი შეხვდათ. ჯერ კიდევ 1997 წელს, იყო სიტუაცია, როდესაც თავდაპირველად მათგან მხოლოდ 6-ს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ასე რომ ამაში არაფერია ახალი და წარსული გამოცდილება აჩვენებს ფუნდამენტურ მხარეს. თქვენი ბედი საბოლოოდ, თქვენს ხელშია”, – განაცხადა ჰარცელმა.