ოზურგეთში 19 ივნისს, დღის 3 საათზე ე.წ. ჭადრების ბაღში აქცია გაიმართება. #ევროპისკენ #თავისუფლებისთვის – ეს იქნება აქციის მთავარი გზავნილი.
“იმისათვის, რომ კანდიდატი წევრის სტატუსი მოგვცენ, ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა პოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში, შესაბამისად, ახლა უნდა დავანახოთ ჩვენი ერთიანობა“, – ამბობს “გურია ნიუსთან“ აქციის ორგანიზატორი თამარ ოგანოვა.
თამარ მიქაძე, აქციის ერთი-ერთი ორგანიზატორი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს: “ერთად, ერთად და მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია დავანახოთ ყველას ჩვენი არჩევანი, გავაგონოთ ყველას ჩვენი ხმა და ეს არის თითოეული ჩვენგანის არა კეთილი ნება, არამედ მოვალეობა ! დავანახოთ ყველას, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანია გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი ! იმოქმედე ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ, ევროპისკენ, თავისუფლებისთვის! “
აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის” არის.
ავტორი