უკრაინაში საომარი ქმედებები კვლავ გრძელდება.
უკრაინელმა სამხედროებმა რუსებს უკან დახევა აიძულეს სოფელ ტოშკივკას მახლობლად და მოიგერიეს თავდასხმა ორიხოვეს – ზოლოტესა და პერვომაისკის – ზოლოტესკენ.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ უახლეს განახლებაში განაცხადა, იუწყება Ukrinform.
„უკრაინის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტების განადგურების გასამართლებლად, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ სამხედრო ნაწილების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.