“მთავარი არხის” გენერალური დირექტორისა და მესამე პრეზიდენტის პატიმრობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გავლენას იქონიებს. – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსამა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, დევიდ კრამერმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
მან, ასევე ისაუბრა საქართველოში არსებულ სასამართლო სისტემაზე კრამერმა.
ჟურნალისტის კითხვას – როგორ ფიქრობთ, გვარამიას საქმემ, ამასთან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნამ შეიძლება თუ არა რაიმე ფორმით ზეგავლენა იქონიოს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე – კრამერმა უპასუხა:
“დიახ, ვფიქრობ, გავლენას ნამდვილად იქონიებს. ეს შემთხვევები კანდიდატის სტატუსის მიღებას გაართულებს. საუბარია არა მხოლოდ გასული კვირების შედეგებზე. ეს გრძელდება გასული რამდენიმე წელია. რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ არის ხელისუფლება, რომელიც კონტროლდება ბატონი ივანიშვილის მიერ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.“ – თქვა კრამერმა.
მისი თქმით, ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ასევე ნატო-ში შესვლას, პრესის თავისუფლებას, მაგრამ როგორც ჩანს, მთავრობა ხალხის აზრს არ იზიარებს.
“არის კვლევები, რომ ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ასევე ნატო-ში შესვლას, პრესის თავისუფლებას, მაგრამ როგორც ჩანს, მთავრობა ხალხის აზრს არ იზიარებს. ხშირად მსგავსი პრობლემები არჩევნების გზით წყდება, თუმცა საპარლამენტო არჩევნებსაც ხარვეზები ჰქონდა. მოცემული მთავრობის პირობებში საქართველოს კანდიდატის სტატუსი უფრო სუსტ პოზიციაშია”, – აღნიშნა დევიდ კრამერმა.
ავტორი