ოზურგეთის ბაზარში, ბევრ დახლზე გამოჩნდა ლურჯი მოცვის პირველი მოსავალი. ერთი კილოგრამი 12 ლარი ღირს. აქა-იქ 10 ლარსაც აფსებენ.
მომხმარებლებს მაინც ეძვირათ ფასი და უკმაყოფილებას გამოხატავენ:
_ კარგია მოცვი, ახალი ხილია ჩვენთვის, მაგრამ ძვირია!- ისმის დახლებთან.
_ არ მოგწონთ ეს ფასი? მაშინ წადით და სუპერმარკეტებში იყიდეთ, კილოგრამი 20 ლარად! -პასუხობენ გამყიდველები. მართლაც, დიდ თუ პატარა მარკეტებში, ფასი თითქმის ორმაგია, ვიდრე ბაზარში.
მოცვის პლანტაციები, რამდენიმე წელია, რაც გაშენდა გურიაში და ეს პროცესი აღმავლობას განიცდის. ხდება მეტი პლანტაციების გაშენება და ასევე სხვადასხვა ჯიშების შემოტანა. მათგან ზოგი შედარებით ადრე მწიფდება, ზოგიც მოგვიანებით. ასევე, ზომით და შეფერილობებითაც მკვეთრად არა, მაგრამ მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ავტორი