ევროპელი ლიდერები იკრიბებიან ეკონომიკისადმი მიძღვნილი სამიტის მეორე დღეს, მას შემდეგ რაც წინა დღით მიიღეს “ისტორიული” გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
euronews-ის ინფორმაციით, ცხოვრების კრიზისი, მზარდი ინფლაცია და სასურსათო უსაფრთხოება იქნება ევროკავშირის ლიდერების დღის წესრიგის მთავარი თემა. მათ დისკუსიაში შეუერთდებიან ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ქრისტინ ლაგარდი და ევროჯგუფის ხელმძღვანელი პაშალ დონოოე. ენერგეტიკული კრიზისი, ფორმალურად არ არის დღის წესრიგში, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, აუცილებლად განიხილება.
როგორც ცნობილია, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ მოითხოვა ივლისში კიდევ ერთი სამიტის ჩატარება ბლოკის ეკონომიკურ ვითარებაზე მეტის გასაცნობად, ასე რომ, ამაზე გადაწყვეტილება შესაძლოა დღესაც გამოცხადდეს.
გარდა ამისა, დღეს შეიძლება მიიღონ ისტორიული გადაწყვეტილება ხორვატიის შესახებაც, მისცენ თუ არა ქვეყანას ევროს შემოღების უფლება.