უკრაინაში კიდევ 1 რუსული თავდასხმის თვითმფრინავი, სუ-25 ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო თავდასხმის ძალების სარდლობა ფეისბუქზე იტყობინება, იუწყება Ukrinform.
„24 ივნისს, უკრაინის საჰაერო თავდასხმის ძალების მიკოლაივის 79-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადის საჰაერო თავდაცვის განყოფილების სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით ჩამოაგდო რუსული სუ-25 გრაჩი თავდასხმის თვითმფრინავი“, – ნათქვამია განცხადებაში.