რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, ლვივის რეგიონში, სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
„დაახლოებით დილის 04:00 საათზე იავორივის რაიონში მდებარე სამხედრო ობიექტს სარაკეტო დარტყმა მიაყენეს.
წინასწარი მონაცემებით, დასავლეთის საჰაერო ძალების სარდლობამ ორი რაკეტა ჩამოაგდო. სამწუხაროდ, ოთხი რაკეტა მოხვდა მიზანს“, – განუცხადა კოზიცკიიმ.
მისი თქმით, მტრის რაკეტები შავი ზღვიდან იქნა გაშვებული.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათგან სამმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო; ერთი საშუალო მძიმე მდგომარეობაშია. ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.