დასავლეთ საქართველოში, მათ შორის გურიაში, უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დასავლეთ საქართველოში, მათ შორის გურიაში არის ჩრდილო დასავლეთის ცივი ჰაერის მასების გავლენა, ამიტომ არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება. წვიმები მოსალოდნელია შუა დღისა და საღამოს საათებში, დღეიდან 29 ივნისის ჩათვლით. იწვიმებს 30 ივნისსაც, 1 და 2 ივლისს ზოგან ძლიერი, ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ცოტათი მოიმატებს და დაბლობ რაონებში დაახლოებით +22, +25 გრადუსია მოსალოდნელი. მაღალ მთიან რაიონებში შენარჩუნდება +17, +19 გრადუსი”,_ განაცხადა გვაზავამ.