როგორც ისტორიიდან არის ცნობილი, ამერიკის ყველა პრეზიდენტს თავისი პატარა საიდუმლო ჰქონდა.
მეშვიდე პრეზიდენტი – ენდრიუ ჯეკსონი (1767-1845) ისე გადაირია, რომ დუელში გამოიწვია ჩარლზ დიკენსონი, რომელმაც შეურაცხმყოფელი ფრაზები წარმოთქვა პრეზიდენტის ქორწინებასთან დაკავშირებით.
ჯეკსონმა უფლება მისცა მოწინააღმდეგეს, პირველს გაესროლა. ტყვია გულთან ახლოს მოხვდა, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა დიკენსონი მოეკლა.
ამერიკის მეოცე პრეზიდენტი – ჯეიმს გარფილდი (1831-1881) პოლიგლოტი იყო. ასევე, ჰქონდა უნიკალური ნიჭი – ერთი ხელით ბერძნულად წერდა, მეორე ხელით ლათინურად, თანაც, ერთდროულად.
კიდევ ერთი ამერიკელი პრეზიდენტი – კალვინ კულიჯი (1872-1933) თავისი პურიტანიზმითა და მეტისმეტი თავდაჯერებულობით იყო სახელგანთქმული. ამასთან, სიტყვაძუნწიც გახლდათ და ყველა დააჩვია, რომ მასთან მოკლე, ორსიტყვიანი ფრაზებით ესაუბრა.
ავტორი