მესამე მსოფლიო ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრმა კითხვაზე, რა გზავნილის მიტანა სურს ნატოსთვის, განაცხადა: „გთხოვთ, არ იგრძნოთ დაღლილობა. გთხოვთ, გააგრძელოთ მხარდაჭერა. ნუ შეგეშინდებათ რუსებთან ახალი დონის ესკალაციის, რადგან საკმაოდ გულწრფელად, მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო მესამე მსოფლიო ომი. ეს არის სრულიად გულწრფელი და ეს არის რალობა. ნუ გეშინიათ, – უპასუხა რეზნიკოვმა.
მან განმარტა, რომ უკრაინა ამ ომში ბრძოლის წინა ხაზზეა და თუ ის დაეცემა, შემდეგი ბრძოლის ველი ევროპის ქვეყნები იქნება.
„ნუ გეშინიათ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მესამე მსოფლიო ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა
მას ასევე ჰკითხეს უშუალოდ კრემლში გაგზავნილ შეტყობინებაზე.
„ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას. ჩვენ მეზობლები ვართ და რუსეთში მცხოვრები ხალხი – მათ ეყოლებათ ვაჟები, ქალიშვილები, შვილიშვილები და თქვენ გაანადგურეთ ეს კომუნიკაცია ერებს შორის მომდევნო 50 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა მინისტრმა.
ავტორი