რუსეთის, კუნძულ ზმეინზე მარცხი აჩვენებს, რომ უკრაინას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს – ასე გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის კუნძული ზმეინის დატოვებას, მადრიდში ნატოს სამიტზე.
ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება ზმეინის კუნძულის, შავი ზღვის სტრატეგიული ფორპოსტის მიტოვების შესახებ იყო უკრაინის უნარის წინააღმდეგ ბრძოლის მტკიცებულება.
„თუ გინდოდათ მტკიცებულება უკრაინელების გასაოცარი უნარის წინააღმდეგ ბრძოლაში უბედურების დასაძლევად და რუსების მოსაგერიებლად, შეხედეთ რა მოხდა დღეს ზმეინის კუნძულზე, სადაც რუსეთს კვლავ მოუწია მიწის დათმობა.
საბოლოოდ, პუტინისთვის შეუძლებელი იქნება დაიკავოს ქვეყანა, რომელიც არ მიიღებს მის მმართველობას.“, – თქვა ჯონსონი .
ცნობისთვის, 30 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინზე დავალებები შეასრულეს და “კეთილი ნების გამოხატვის სახით” კუნძულს ტოვებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კიევს არ მისცემენ საშუალებას, “დაიწყონ სპეკულაცია მარცვლეულობის გატანის შეუძლებლობაზე”.
უკრაინული მხარის ცნობით, გასულ ღამეს კუნძულ ზმეინიზე ინტენსიური იერიშები ხორციელდებოდა, რის შემდეგაც რუსმა ოკუპანტებმა საკუთარი ნაწილები გაიყვანეს.
ავტორი