ოდესის ოლქში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაში წერია, დაღუპულთა შორის 16 ადამიანი საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმას ემსხვერპლა, 3 ადამიანი კი _ რეკრეაციულ ცენტრზე მომხდარ თავდასხმას. დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.
ხოლო 38 ადამიანი დაშავებულია, მათ შორის 6 ბავშვი.
მაშველებმა 8 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი გადარჩინეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ავტორი